maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ისტორია

საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზე წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები დგას - ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი (მდინარეები, ტბები, წყალცავები, მყინვარები, მიწისქვეშა წყლები, ჭაობები) ქვეყნის მთლიანი ფართის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით დადგენილია, რომ თბილისში ელექტროგანათების გამოყენების პირველი პროპაგანდისტი ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე იყო. ელექტროენერგიის წარმოება საქართველოში 1887 წელს დაიწყო, როცა ქართული დრამატული თეატრის გასანათებლად ქალაქ თბილისში თბური ძრავების დააყენეს. სამუშაოები შვედურმა კომპანია “ბლანშე”-მ ჩაატარა. ამ საქმის ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.

1897 წელს მიხეილ რომანოვის განკარგულებით, ბორჯომის მინერალური წყლების ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელსა და დირექციის წევრს – მოლდენგაუერს, ლიკანის სასახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება დაევალა. პირველი ჰიდროელექტროსადგური 1898 წელს ამუშავებული ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური იყო, რომლის ნაგებობის მშენებლობის ინიციატორი მოლდენგაუერი იყო. ჰიდროელექტროსადგურს 103 კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო.

1913 წლის ბოლოსათვის საქართველოში 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური და რამდენიმე ათეული თბოძრავიანი ელექტროსადგური მუშაობდა, რომელთა საერთო ჯამური სიმძლავრე 9 მგვტ-ს შეადგენდა, ხოლო წლიური გამომუშავება თითქმის 216 ათასი კვტ.სთ-ს.

XX საუკუნის ოციანი წლებიდან საქართველოში დაიწყო ჰიდროელექტროსადგურების ფართო მშენებლობა. 1927 წელს აშენდა ავჭალის ჰიდროელექტროსადგური „ზაჰესი“ (დადგმული სიმძლავრე - 36,8 მგვტ.); 1928 წელს - „აბჰესი“, 1934 წელს - „რიონჰესი“. 1941 წლისათვის საქართველოს ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 180 მგვტ-ს შეადგენდა. 1945-1960 წლებში ექსპლოატაციაში შევიდა 11 ჰიდროელექტროსადგური.

საქართველოში ელექტროენერგიაზე არსებულმა დიდმა დეფიციტმა, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ ქართველ მეცნიერებსა და ინჟინრებს საშუალება მისცა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, განეხორციელებინათ ისეთი უნიკალური ჰიდროელექტროსადგურის დაპროექტება და მშენებლობა, როგორიცაა "ენგურჰესი", რომელიც ექსპლუატაციაში 1978 წელს გაიშვა.

საქართველოში არსებული ქვანახშირის საბადოების ფართომასშტაბიანმა დამუშავებამ და ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების ზრდამ შექმნა თბოელექტროსადგურების მშენებლობის წინაპირობა.
1938 წელს ჩაირთო ტყვარჩელის თბოსადგურის პირველი აგრეგატები და თბილისის თბოელექტროსადგური.

საქართველოში ენერგეტიკის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო 1960 წელს, როცა „თბილსრესის“ მშენებლობა გადაწყდა. 1963 წელს ექსპლუატაციაში გაიშვა „თბილსრესის“ პირველი ბლოკი, ხოლო 1972 წელს „თბილსრესის“ მერვე ბლოკის გაშვების შემდეგ, მისმა ჯამურმა სიმძლავრემ 1 250 ათას კვტ.საათს შეადგინა.

90-იან წლებში განხორციელდა „თბილსრესის“ შემდგომი გაფართოება, 1990 წელს ექსპლოატაციაში შევიდა მეცხრე ენერგობლოკი (300 ათასი კვტ), ხოლო 1994 წელს - მეათე ენერგობლოკი (300 ათასი კვტ). 

ელექტროსადგურების პარალელურად შენდებოდა 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „ზაჰესი-რიონჰესი“. „ზაჰესის“, „რიონჰესისა“ და „აბჰესის“ პარალელური მუშაობის ორგანიზება დაიწყო 1934 წელს, რითაც დასაბამი მიეცა საქართველოს ენერგოსისტემის შექმნას.

ელექტროსადგურების მშენებლობასთან ერთად განხორციელდა ელექტროგადამცემი ხაზებისა და ელექტროქვესადგურების მშენებლობის პროექტები. 60-იანი წლებიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა 220 კვ-იანი ქვესადგურების მშენებლობა და ექსპლოატაციაში შეყვანა. 1973 წელს აშენდა 500 კვ-იანი 187.5 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი "ქართლი", რომელიც თბილსრესი და ქ/ს „დიდი ზესტაფონი“ დააკავშირა.

შემდგომ ეტაპზე აშენდა და ექსლუატაციაში გაეშვა 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი".

შიდა ელექტროქსელის გაფართოვებასთან ერთად მნიშვნელოვანი კავშირები დამყარდა მეზობელ ელექტროსისტემებთან.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ენერგოსექტორის რეაბილიტაციის მიზნით საქართველოში დაიწყო ენერგეტიკული სექტორის რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა ელექტროენერგეტიკული სისტემის ცალკეულ დამოუკიდებელ სტრუქტურებად ჩამოყალიბება. კერძოდ, გენერაციის ობიექტები ცალკეული დამოუკიდებელი ელექტროსადგურების სახით ჩამოყალიბდა.

შეიქმნა შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000", სს "ელექტროგადაცემა", შპს "საქენერგო 2000", საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ენერგოგენერაცია", სს "საქენერგო" და კავშირი (ასოციაცია) "საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი", ასევე რეგიონალური და მუნიციპალური ენერგოკომპანიები.

2000 წლიდან დაიწყო ენერგოსექტორის რეორგანიზაციის ახალი ეტაპი, უკვე უცხოური კომპანიების მონაწილეობით. 2002 წელს განხორციელდა შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000"-სა და სს "ელექტროგადაცემის" შერწყმა, შეიქმნა შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე), რომელიც 2011 წელს სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. 

2001 წელს „ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი“ 5-წლიანი მართვის უფლებით ესპანურ კომპანია "იბერ დროლას" გადაეცა, 2003 წელს კი შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ 5-წლიანი მართვის უფლებით ირლანდიური კომპანია ESB International-ის მენეჯმენტი შევიდა.

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო