maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
პირველი ცნობები საქართველოში ნავთობის მოპოვების თაობაზე გვხვდება ჯერ კიდევ ბერძნულ მითოლოგიაში. შუა საუკუნეების იტალიელი მოგზაური მარკო პოლო თავის ჩანაწერებში ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში მოიპოვება ზეთოვანი სითხე (ნავთობი), რომელიც გამოიყენება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო (საწვავი, საპოხი, განათების საშუალება) და სამკურნალო მიზნებისათვის, ასევე გააქვთ მეზობელ ქვეყნებში.

ძველ დროში ნავთობის კუსტარული მოპოვება წარმოებდა მცირე რაოდენობით მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ადგილი ჰქონდა ნავთობის ზედაპირულ გამოსავლებს (საკუპრეები).

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ნავთობის სამრეწველო მოპოვება მცირე სიღრმეზე გაბურღულ ჭაბურღილების მეშვეობით დაიწყო გარე კახეთის რამოდენიმე უბანზე (მირზაანი, შირაქი, ელდარი) და მისი წლიური მოპოვება 2000 ტ-მდე ავიდა. მოპოვების მეტი ზრდა შეუძლებელი იყო ვინაიდან სამუშაოები მიმდინარეობდა ნავთობიანი ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლის გარეშე და გამოყენებული პრიმიტიული ხერხები არ უზრუნველყოფდა ნავთობშემცველი უბნების რეალური პოტენციალის სრულ გამოყენებას.

საქართველოს წიაღის გეგმაზომიერი შესწავლა ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის განსასაზღვრავად და ბურღვითი სამუშაოები საბადოების გამოსავლენად და ნავთობის მოსაპოვებლად დაიწყო XX საუკუნის 20-ანი წლებიდან, როდესაც ჩამოყალიბდა სპეციალიზირებული საწარმოო "საქნავთობი".

ბოლო 70-80 წლის განმავლობაში ქვეყანაში შესრულებული იქნა დიდი მოცულობის ძებნა-ძიებითი სამუშაოები (გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევები, სტრუქტურული და ღრმა ბურღვა), რის შედეგადაც გამოვლენილი იქნა 16 ნავთობის, 1 გაზნავთობის და 1 გაზის საბადო. 30-იან - 60-იან წლებში ნავთობის მოპოვება მიმდინარეობდა 7 მცირე ზომის საბადოზე (მირზაანი, პატარა შირაქი, სუფსა, ნორიო, საცხენისი, ტარიბანა და აღმ. ჭალადიდი) და წლიური მოპოვება მერყეობდა 20-55 ათ. ტონის ფარგლებში.70-იანი და 80-იანი წლების პირველი ნახევარი ქვეყნის ნავთობმოპოვების ისტორიაში განსაკუთრებული წარმატებებით აღინიშნა. ამ დროს თბილისის მიმდებარე რაიონში გამოვლენილი იქნა რამოდენიმე მაღალდებიტიანი ნავთობის საბადო (სამგორი-პატარძეული-ნინოწმინდა, სამგორის სამხრეთი თაღი, თელეთი), რომელთა ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ შესაძლებელი გახდა ნავთობის მოპოვების მკვეთრი გაზრდა.

ნავთობის წლიური მოპოვების პიკი მოდის 1980-1983 წლებზე, როდესაც ეს მაჩვენებელი 3.2-3.3 მლნ. ტ-ს შეადგენდა.შემდგომ პერიოდში ნავთობის მოპოვებამ მკვეთრად იკლო და ბოლო ხანებში წლიური მოპოვება 60-140 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. ასეთი ვითარება გამოწვეულია ერთის მხრივ იმ გარემოებით, რომ ახალი საბადოების გახსნა სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, ხოლო მეორეს მხრივ უკვე გამოვლენილ ძირითად საბადოებზე ადგილი აქვს მოპოვების ვარდნის ბუნებრივ პროცესს.

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაიწყო საქმიანობა უცხოურმა ნავთობკომპნიებმა, რომლებსაც პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული სახელმწიფოსთან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიებმა უკვე საკმაოდ დიდი მოცულობის ძებნითი სამუშაოები ჩაატარეს თავიანთ სალიცენზიო ტერიტორიებზე, ახალი საბადოების აღმოჩენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა საამისოდ ხელსაყრელი გეოლოგიური პროგნოზი არსებობს.

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო