maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
საქართველოს მაგისტარლური გაზსადენის სისტემა 1959 წლიდან ფუნქციონირებს, როცა ექსპლუატაციაში შევიდა ამიერკავკასიაში პირველი მაგისტრალური გაზსადენი - ყარადაღი-თბილისი. საწყის ეტაპზე საქართველოში ფუნქციონირებდა 500 მმ დიამეტრის 50 კმ სიგრძის გაზსადენი წითელი ხიდიდან თბილისამდე. ექსპლუატაციაში იყო გარდაბნის, რუსთავის და ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურები. 1963 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ორჯონიკიძე-თბილისის 700 მმ-იანი გაზსადენი, რამაც საქართველოს შესაძლებლობა მისცა ბუნებრივი გაზით ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი წყაროდან - რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან მომარაგებულიყო.

1967_1968 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა ყარადაღ-თბილისისა და ორჯონიკიძე-თბილისის პარალელური 700 და 800 მმ-იანი გაზსადენები.
1979-80 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს 1000 მმ-იანი ყაზახ-საგურამოს 89 კმ-იანი, ხოლო 1988 წლიდან 1200 მმ-იანი ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის გაზსადენები.

1969 წლიდან ფუნქციონირებს საგურამოს, ხოლო 1980-81 წლებიდან ქვეშეთის საკომპრესორო სადგურები. საქართველოს მაგისტრალური გაზსადენებით ხორცილედება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება საქართველოს ობიექტებისათვის და სატრანზიტო მომსახურება სომხეთისათვის. მაგისტარლური გაზსადენის ექსპლუატაციას ახორცილებენ ყაზბეგის, ქვეშეთის, საგურამოს და თერჯოლის სახაზინო საექსპლუატაციო ფილიალები.
საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის სისტემა 9 გაზსადენს მოიცავს. მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია, ყაზახ-საგურამო, ყარადაღ-თბილისი, ვლადიკავკაზ-თბილისი, საგურამო-ქუთაისი, ქუთაისი-სოხუმი, რუსთავი-თელავი-ჟინვალი, წითელი ხიდი-წალკა-ალასტანი და გომი-ხაშური-ბაკურიანი.

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო