maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links

„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი საჰაერო გადასასვლელი აშენდა

ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, . . . »»

ხშირად დასმული კითხვები

ენერგეტიკა
ნავთობი
გაზი
სხვა

ჩემს საცხოვრებელ მისამართზე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ვის მივმართო მიზეზის დასადგენად?

თუ თქვენ ცხოვრობთ ქალაქ თბილისში , თქვენი ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია თელასი. შეფერხების მიზეზის დასადგენად მიმართეთ კომპანია თელასის ცხელ ხაზს : 2 77 99 99 თუ თქვენ ცხოვრობთ კახეთის რეგიონში , თქვენი ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „ს/ს კახეთის ენერგო დისტრიბუცია“. შეფერხების მიზეზის დასადგენად მიმართეთ კომპანიის ცხელ ხაზს : 0 570 103 183 ყველა სხვა საცხოვრებელი მისამართის შემთხვევაში, შეფერხების მიზეზის დასადგენად მიმართეთ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე : 2 47 17 07

მაქვს ახლადაშენებული კერძო საცხოვრებელი ფართი. ვის მივმართო ჩემი საცხოვრებელი ბინის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის?

ახალი აბონენტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესები განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაბამისი დადგენილებით. თუ საცხოვრებელი ფართი მდებარეობს ქალაქ თბილისში, საცხოვრებელი ბინის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის მიმართეთ კომპანია „თელასს“. დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: http://www.telasi.ge/ge/customers/new თუ საცხოვრებელი ფართი მდებარეობს კახეთის რეგიონში, საცხოვრებელი ბინის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის მიმართეთ კომპანია „ს/ს კახეთის ენერგო დისტრიბუციას“. დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: http://www.ked.ge/page16.html ყველა სხვა საცხოვრებელი მისამართის შემთხვევაში, საცხოვრებელი ბინის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის მიმართეთ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“. დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: http://www.energo-pro.ge/energopro/?page_id=977&lang=KA

მიმაჩნია, რომ ირღვევა ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლება. ვის უნდა მივმართო ასეთ შემთხვევაში?

იმ შემთხვევაში, თუ ირღვევა თვქენი, როგორც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლების უფლებები, მიმართეთ წერილობით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (მის: 0194 ქ.თბილისი ა. მიცკეციჩის ქ #19 ტელ: 032 242-01-80) ელ. ფოსტა : mail@gnerc.org / pr@gnerc.org ან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველს (ტელ: 032 242-01-90) . ელ. ფოსტა: ombudsman@pdci.ge / mail@pdci.ge

როგორ ვიმოქმედო, ვის მივამრთო თუ ვფიქრობ, რომ ჩემი მრიცხველი არასწორად აღრიცხვას მომხმარებულ ელექტროენეგიას?

იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ , რომ თქვენი მრიცხველი არასწორად აღრიცხავს მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას, მიმართეთ შესაბამის სადისტრიბუციო კომპანიას განცხადებით და მოითხოვეთ ელექტროენერგიის მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმება. კომპანია ვალდებულია 2 სამუშაო დღის ვადაში შეამოწმოს მომხმარებლის მრიცხველი ან შეცვალოს იგი. მოხსნილი მრიცხველი გადააგზავნოს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ აკრედიტებულ იმ ლაბორატორიაში, რომელსაც თქვენ შეარჩევთ. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მრიცხველის ცდომილება აღემატება დასაშვებ ცდომილებას თქვენ საზიანოდ, მრიცხველის ჩვენების კორექტირება ხდება დადგენილი ცდომილების მიხედვით, ხოლო თქვენს მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაგიბრუნდეთ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების ჩასწორებისთანავე ან/და მოხდეს მისი მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა.

დავალიანების გადაუხდელობის გამო გამითიშეს ელექტროენერგია. რამდენ ხანში უნდა მოხდეს ელექტროენერგის მიწოდების აღდგენა? კანონიერია თუ არა ელექტროენეგიის მიწოდების გათიშვა არასამუშაო საათებსა და უქმე დღეებში?

მოქმედი წესების მიხედვით, დავალიანების გამო გათიშულ მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება უნდა აღუდგეს გადახდიდან 6 საათის განმავლობაში. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დავალიანების საბანკო დაწესებულებაში გადახდისას შესაძლებელია დაგვიანდეს გადახდის ასახვა კომპანიის ანგარიშზე, რის ასაცილებლადაც, რეკომენდირებულია, რომ გადახდის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს შესაბამის ელექტროენერგიის დისტრიბუტორ კომპანიას. მოქმედი წესების მიხედვით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა დაუშვებელია ღამის საათებში, შაბათ-კვირას, ოფიციალურ სადღესასწაულო დასვენების ან მათ წინა დღეს, თუ ამ დღეებში კომპანიის ფულის მიმღები პუნქტები არ მუშაობენ, რის შესახებაც მომხმარებლები წინასწარ უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი.

როდის შევძლებ ვისარგებლო ბუნებრივი აირით ჩემს სოფელში?

კომპანია “სოკარი“ ენერგეტიკის სამინისტროსთან ათანხმებს სოფლების გაზიფიცირების გეგმას. ირიცხება თუ არა თქვენი სოფელი აღნიშნულ გეგმაში ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: http://www.energy.gov.ge/minenergy.php?id=52&lang=geo

როდის დაიწყება ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი ჩემს სოფელში?

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი გამრიცხველიანების სამუშაოების შესახებ ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: http://www.energy.gov.ge/minenergy.php?id=51&lang=geo
numerator plan numerator plan
gasification plan gasification plan
energy daijest
interess express
solidarity
petroleum and gas goverment agency
gedf

შემთხვევითი ფოტო

faq

სიახლის გამოწერა

facebook facebook
twetter twetter
youtube youtube
flicker flicker

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო