maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ნავთობი
სამშაბათი, 17 მარტი, 2015 | 14:10

ტრანს-ანატოლიური მილსადენის მშენებლობა.

4226
ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდეტნმა ილხამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყარსში საფუძველი ჩაუყარეს ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობას.

ღონისძიებას სამივე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი ესწრებოდა. ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყარსში თურქი კოლეგის თანერ ილდიზის ოფიციალური მიწვევით იმყოფება.

 „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემსახურება და ითვალისწინებს აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის ევროპის ბაზარზე მიწოდებას. საქართველოს ამ ინიციატივის ფარგლებში სტრატეგიული პარტნიორის როლს ასრულებს, რითაც კიდევ უფრო იზრდება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო როლი.

45 მილიარდი აშშ დოლარის ენერგეტიკული პროექტი მოიცავს:

აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზა, რომელიც დამატებით 22 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოპოვებას უზრუნველყოფს;

სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა, რაც გულისხმობს ახალი მილსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და საქართველოში 2 ახალი საკომპრესორო სადგურის და 50 კმ-მდე გაზსადენის მშენებლობას;

თურქეთის ტერიტორიაზე საბერძნეთის საზღვრამდე ტრანს-ანატოლიური (TANAP) გაზსადენის მშენებლობა;

ტრანს-ადრიატიკული (TAP) გაზსადენების მშენებლობას თურქეთის საზღვრიდან საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიამდე.   

შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ  ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განცორციელდება.

პროექტი მშენებლობის ეტაპზე 2000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. შედეგად 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად

აღნიშნული პროექტის განხორციელება კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდას რეგიონში.

„სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების“ პროექტის ფარგლებში  საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მასშტაბურია და უაღრესად მნიშვნელოვანი - ინვესტიციები, დასაქმება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა სწორედაც რომ არის ის შედეგი, რასაც  “სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარება საქართველოს მოუტანს!

 

დღის პოპულარული სიახლეები

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა
ნამახვან ჰესების კასკადის პროექტს CLEAN ENERGY GROUP GEORGIA განახორციელებს
შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა
შპს "ყაზტრანსგაზი" გაზის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აბონენტების ინდივიდუალურ შემოწმებას იწყებს
"სურები 2 ჰესის" - ის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო