maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
განცხადებები
პარასკევი, 05 აგვისტო, 2016 | 11:05

საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია 2016-2025 ( ელექტროენერგეტიკის ნაწილი)

3653
ნახვა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა ენერგეტიკული სექტორის განვითარების პირველი გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი, რომელიც პასუხობს ქვეყნის განვითარების  ერთიან სახელმწიფო ხედვას. სტრატეგიის მთავარი მიზანია ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციისა და ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური ათვისების გზით ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და ენერგოდამოკიდებულების დონის შემცირება, გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით.

 „საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია 2016-2025“ შესაბამისობაშია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან - „საქართველო 2020“ და პასუხობს „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს. ენერგეტიკული სტრატეგია, ასევე, შესაბამისობაშია 2015 წელს დამტკიცებულ ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტთან, რომლის მიღებამდეც, 2006 წლიდან, სექტორის განვითარების პოლიტიკურ ვექტორს „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ ზოგადი დოკუმენტი განსაზღვრავდა.

საქართველოს ენერგეტიკული სტარტეგია განიხილავს 2016-2025 წლების პერიოდში ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებს, მიზნებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს, დარგში არსებული შესაძლებლობებისა და პრობლემების გათვალისწინებით. სათითაოდ არის განხილული ელექტროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობის, ენერგოეფექტურობის, ასევე, სამეცნიერო-ტექნიკური პეროგრესის, საკადრო და სოციალური პოლიტიკის საკითხები.  

სტრატეგიის შემუშავების პროცესში ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სექტორში არსებული შემდეგი სტრუქტურები: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანა.

სტრატეგიის ელექტროენერგეტიკის ნაწილის პირველადი დოკუმენტი გასაცნობად წარედგინათ ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკის დარგში მოღვაწე ორგანიზაციებსა და ექსპერტებს. თითოეულ მათგანთან გაიმართა შეხვედრა-დისკურსიები და მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების უმეტესობა გათვალისწინებულ იქნა.

  საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტის ელექტროენერეტიკის ნაწილი, რომელიც ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებ-გვერდზე, განიხილავს ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მიზნებს, წინა რამოდენიმე წლის მიმოხილვისა და სტრატეგიით განსაზღვრული პერიოდისთვის მოსალოდნელი პროგნოზის გათვალისწინებით; ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიის მთავარი მიზნის მისაღწევად აყალიბებს ელექტროენერგეტიკის სექტორში გასატარებელი ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც დაჯგუფებულია შემდეგ მიმართულებებად: ბუნებრივი რესურსების შესწავლა და ოპტიმალური გამოყენება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი ელექტროენერგიის ბაზრის ჩამოყალიბება და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არსებული გენერაციის ობიექტების მოდერნიზება, ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა, გადამცემი და გამანაწილებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მშენებლობა, დისპეცერიზაციის მართვის სისტემების გაძლიერება, სასისტემო მომსახურებების დანერგვა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარება.

 დოკუმეტის დარჩენილ ნაწილებზე სამუშაოები ძირითადად დასრულებულია და უახლოეს პერიოდში განთავსდება სამინისტროს ვებ-გვერდზე.

საზოგადოების დაინტერესებულ პირებს, დოკუმენტის დახვეწის მიზნით, არსებული მოსაზრებების საქართვერლოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის წარდგენა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  mail@energy.gov.ge.

 

 

0
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია 2016-2025 (სამუშაო დოკუმენტი-ელექტროენერგეტიკის ნაწილი)

ჩამოტვირთვა

მსგავსი სიახლეები

.
ევროკომისიამ საქართველოს ენერგოსექტორში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა
ენერგეტიკული კომპანიები ხანძრის კერების ლიკვიდაციაში აქტიურად მონაწილეობენ
ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ საზოგადოებას 5 წლიანი მოღვაწეობის ანგარიში წარუდგინა ენერგეტიკული (რ)ევოლუცია

დღის პოპულარული სიახლეები

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა
საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემა ამოქმედდა
კახა კალაძე კომპანიის „ვარციხე 2005“ ხელმძღვანელობას შეხვდა
„ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
კახა კალაძემ ელექტროგადამცემ ხაზზე „ქართლი 2“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები
დეპარტამენტები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო