maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ნავთობი
ორშაბათი, 20 მარტი, 2017 | 09:10

VIIB სალიცენზიო ბლოკზე ახალი საინვესტიციო პროგრამა იწყება

760
ნახვა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, “Vectra Petroleum Limited”-სა და “NauticAwt Energy PTE LTD“- შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ.

შეთანხმების მიხედვით Vectra Petroleum Limited” და “NauticAwt Energy PTE LTD” გურიის და აჭარის რაიონებში ერთობლივად განახორციელებენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაო პროგრამის მესამე ფაზას.

დამტკიცებული გეგმის თანახმად, მომავალი სამი წლის განმავლობაში  30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროგრამის განხორციელებისას დაგეგმილია არსებული მომპოვებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არსებული მოპოვების გაზრდა და ახალი ღრმა ჭაბურღილების ბურღვა.

ვექტრა პეტროლეუმ ლიმიტედი 2011 წელს VIIB სახელშეკრულებო ფართობზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების კონტრაქტორია. ხელმოწერის ბონუსის სახითვექტრა პეტროლეუმ ლიმიტედ-მა 5 მლნ. აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო დღემდე განხორცილებულმა ინვესტიციებმა 9 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა.

Vectra Petroleum Limited” ჰონგ-კონგში რეგისტრირებულია კომპანიაა, იგი ოპერირებს ინდოეთში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და სინგაპურში. “NauticAwt Energy PTE LTD“  დაფუძნებულია სინგაპურში 2011 წელს. კომპანია მიეკუთვნება “NauticAWT Energy Solutions” ჯგუფს, რომლიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური აქტივების მქონე კომპანიას და აქტიურადაა ჩართული ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მონაწილეთათვის ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენაში.

მსგავსი სიახლეები

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სატენდერო განცხადება
სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში საკომპრესორო სადგური შენდება
ენერგეტიკის სამინისტრო ,,ენერგეტიკული გაერთიანების“ ექსპერტებს მასპინძლობს
ყულევის ნავთობტერმინალში ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკი აშენდა
საჯარო განხილვა

დღის პოპულარული სიახლეები

თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
„ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“
ენერგეტიკის სამინისტროს განცხადება
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლებს დროებითი მმართველის კანდიდატურა გააცნო

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო