maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
ოთხშაბათი, 22 მარტი, 2017 | 07:35

შეხვედრა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან

701
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო მთავრობის პოლიტიკას ენერგეტიკის სფეროში, ძირითად მიმდინარე პროექტებსა და ფრანგულ კომპანიებთან თანამშრომლობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე და აღინიშნა, რომ საქართველო ჰიდროელექტრო წარმოების მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მისია განვითრებად ქვეყნებში კერძო ინვესტიციების ზრდის და ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) მიღწევის ხელშეწყობაა.

ორ ქვეყანას შორის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა ურთიერთობა 2014 წლის 13 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, რომლის დროსაც გაჟღერდა საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ოფისის გახსნის თაობაზე. საფრანგეთის განვითარების სააგენტო პროდუქტიულად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკა და ტურიზმი.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო შედის AFD ჯგუფში, რომელიც ახორციელებს საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალურ მხარდაჭერას დაახლოებით 90 ქვეყანაში და გააჩნია დაახლოებით 70 ადგილობრივი წარმომადგენლობითი ოფისი და ბიურო.

 

მსგავსი სიახლეები

ენერგოეფექტურობის საკითხებზე საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამას რეგიონში პირველად საქართველო მასპინძლობს
ენერგეტიკულ სამიტი ,,Argus 2017“
ენერგეტიკის სამინისტროსა და ყაზახურ კომპანია „Quazar“-ს შორის მემორნაუდმი გაფორმდა
შეხვედრა კომპანია „Quazar“ -ის წარმომადგენლებთან
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან

დღის პოპულარული სიახლეები

სალიცენზიო ბლოკებზე გამოცხადებულ ტენდერში საუკეთესო განაცხადებები გამოვლინდა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზსაცავის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
ენერგეტიკის მინისტრი "საქრუსენერგოს“ რებრენდინგის პრეზენტაციას დაესწრო
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ევროკომისიის და საქართველოს მთავრობის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ერთობლივი განცხადება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო