maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ვიზიტი
ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2017 | 10:40

4წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

155
ნახვა

4წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის  ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომას კიევი  მასპინძლობს.

კომისიის სხდომა ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ გახსნეს. როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა  აღნიშნა- ,,საქართველოსა და უკრაინას ენერგეტიკის სფეროში საერთო ინტერესები და ურთიერთთანამშრომლობის  მრავალწლიანი და ნაყოფიერი გამოცდილება აქვთ. კერძოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების მანძილზე, ორივე ქვეყანა აქტიურად მუშაობს იმ მექანიზმების შემუშავებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგიის ალტერნატიული წყაროების, ენერგეტიკული პროექტებისა, თუ მომარაგების წყაროების და რეგიონში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას. ეს ყველაფერი კი ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგეტიკის დარგში არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საერთო ინტერესების დაცვას, რაც, თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია 

„ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ტურიზმი რჩება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოში უკრაინელი ტურისტების რიცხვი. ეს მაჩვენებელი გასულ წელსაც გაიზარდა და უკრაინას ამ სიაში უკვე მეხუთე ადგილი უკავია. მივესალმებით ჩვენს ტუროპერატორებს შორის  მჭიდრო თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებას. 

მსურს განსაკუთრებული სიხარულით  აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებები, ეტაპობრივად უკვე რეალობად იქცა.  საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისათვის, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით  ჩვენმა ქვეყნებმა დაამტკიცეს, რომ არიან საიმედო პარტნიორები.  "ასოცირების შესახებ შეთანხმების" ხელმოწერით, ჩვენ ერთად,  მორიგი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპასთან საბოლოო ინტეგრაციის გზაზე. როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ დაასრულა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი  და ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით. ამ მხრივ, უკრაინამაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა როცა გასულ კვირას ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს, რასაც გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს.

მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ევროპული პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყნები, იმედი მაქვს, რომ წარმატებით ითანამშრომლებენ  გახლავთ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, რომლის წევრი უკრაინა უკვე არის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ორგანიზაციასთან მიერთების შესახებ პროტოკოლს და ენერგეტიკის ნაწილში, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების დიდი ნაწილიც მოვილაპარაკეთ. უახლოეს მომავალში, იმედს გამოვთქვამთ, რომ დასრულდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და ჩვენ გავხდებით ენერგეტიკული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი.“-განაცხადა კახა კალაძემ.

სხდომაზე მხარეები ენერგეტიკულ, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხალვენ.

კომისიის სხდომაში მონაწილეობენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ”საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი თამარ მიქაბერიძე და ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიკნაძე.


დღის პოპულარული სიახლეები

კახა კალაძე ქვესადგურს „გარდაბანი 500“ ეწვია
“საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების“ შემსრულებელი კომპანია გამოვლინდა
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
თურქულ Anadulo Group-თან ახალი სიმძლავრეების მშენებლობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სატენდერო განცხადება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო