maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
ორშაბათი, 19 ივნისი, 2017 | 05:00

თბილისში „ევროპული მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“ ტარდება

597
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა  და ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ გახსნეს.

ყოველწლიური კვირეული ენერგეტიკის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ენერგოეფექტურობის ცენტრის ერთობლივი ეგიდით იმართება.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე.

ევროპული მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეული ქვეყნის მასშტაბით,  ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების“ ფარგლებში ტარდება.  „მერების შეთანხმების“  ხელმომწერია  საქართველოს 14 მუნიციპალიტეტი.

,,მერების შეთანხმება“ არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც ინიცირებულ იქნა 2008 წელს ევროკავშირის მიერ კლიმატისა და ენერგეტიკული პაკეტის მიღების შემდეგ. ,,მერების შეთანხმება“ აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გააუმჯობესონ ენერგოეფექტურობა და გაზარდონ  განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერი ქალაქები მიზნად ისახავენ CO2-ის ემისიების შემცირებას 2020 წლისათვის მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეაქვთ მწვანე, დაბალემისიანი ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.

თბილისი იყო პირველი დედალაქი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომელიც 2010 წელს შეუერთდა ამ ინიციატივას. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წარმოადგნენ „მერების შეთანხმების“ ეროვნულ კოორდიანტორებს და მხარს უჭერენ ,,მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს დასახული მიზნების შესრულებაში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან
შეხვედრა კომპანია „EDF Group“-ის წარმომადგენელთან
საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან

დღის პოპულარული სიახლეები

სოფელი იმერხევის ელექტრიფიკაცია დასრულდა
„დვირი ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
„ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
შეხვედრა „Tata Sons Limited”-თან
„ხანი ჰესი 7“-ის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო