maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
განცხადებები
სამშაბათი, 27 ივნისი, 2017 | 08:50

სალიცენზიო ბლოკებზე გამოცხადებულ ტენდერში საუკეთესო განაცხადებები გამოვლინდა

468
ნახვა
საქართველოს სახელმწიფომ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და “ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი ეროვნული წესების” თანახმად, 2017 წლის  3 აპრილს გამოაცხადა  ღია საერთაშორისო ტენდერი  საქართველოს V, VIA, VIB, VIC, VIIA, XIF, XIIIA, და XIV სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად.
სალიცენზიო ბლოკების ადგილმდებარეობა მოცემულია თანდართულ რუკაზე.   

სალიცენზიო ბლოკებზე შემოტანილი განაცხადები გაიხსნა საჯაროდ 22 მაისს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ოფისში, მისამართზე: საქართველო,      ქ. თბილისი სანაპიროს ქუჩა #2.

სატენდერო კომისიის რეკომენდაციისა და სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების  საფუძველზე საუკეთესო განაცხადად მიჩნეულ იქნა:

V სალიცენზიო ბლოკი - კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);
VIA სალიცენზიო ბლოკი -კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);
VIB სალიცენზიო ბლოკი - კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);
VIC სალიცენზიო ბლოკი - შპს "სი-ბი-ემ ჯორჯია";
XIF სალიცენზიო ბლოკი -Georgia Oil and Gas Ltd;  Georgia New Ventures Inc

აღნიშნული კომპანიები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ სააგენტოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და საბანკო გარანტიები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება თითოეული კომპანიის მიერ ხელმოწერის ბონუსის გადახდა. დოკუმენტაციისა და საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემდეგ, დაიწყება მოლაპარაკებები პროდუქციის წილობრივი ხელშეკრულების გასაფორმებლად.



სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო