maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
განცხადებები
ხუთშაბათი, 06 ივლისი, 2017 | 11:30

კახა კალაძემ საზოგადოებას 5 წლიანი მოღვაწეობის ანგარიში წარუდგინა ენერგეტიკული (რ)ევოლუცია

378
ნახვა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საზოგადოებას 5 წლიანი მოღვაწეობის ანგარიში -ენერგეტიკული (რ)ევოლუცია წარუდგინა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები და უცხოელი ინვესტორები დაესწრნენ. ღონისძიების მიზანია, კახა კალაძის მიერ, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების და გატარებული რეფორმების  ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა და შეჯამება.
2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი გაზის ქსელში ჩაერთო 190 ათასზე მეტი აბონენტი. 2014 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 დასახლებული პუნქტის  გაზიფიცირება, რის შედეგადაც 13 459 ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.
საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს გამრიცხველიანების სამუშაოები და 2013-2017 წლებში ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა  229 ათასზე მეტ აბონენტს.
2013 წელს პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში დაიწყო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების ელექტროფიცირება. სამუშაოები 2016 წელს დასრულდა და მოიცვა 30 უშუქო სოფელი. დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მუცოში აშენდა 100 კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც სოფელს სრულად ამარაგებს ელექტროენერგიით და ასევე ემსახურება მუცოს ისტორიული ძეგლის განათებას.
2013-2017 წლებში ენერგეტიკულ სექტორში ქვეყნის ისტორიაში მშენებლობის უპრეცენდენტო აქტივობაა. ექსპლუატაციაში შევიდა 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური. პროექტების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 783 მეგავატი, ხოლო ინვესტიციამ 1,186 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 145 პროექტი, მათ შორის ლიცენზირებისა და მშენებლობის ფაზაში - 43 ელექტროსადგურის პროექტი, რომელთა სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე 1457 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს. ასევე, კვლევის ეტაპზეა  102 პროექტი,  სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრით 3721 მგვტ, ხოლო ჯამური სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 5,84 მილიარდი აშშ დოლარია.
2016 წლის ოქტომბერში დასრულდა  20.7 მგვტ. სიმძლავრის საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის “ქართლი 1”-ის მშენებლობა. პროექტისთვის საჭირო სესხი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ იყო გაცემული. პროექტის ფინანსური და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე EMEA Finance -მა (Europe, Middle East and Africa Finance) ქართლის ქარის ელექტროსადგური 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დაასახელა.
2013 წლიდან დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობა და რეაბილიტაცია. 2015 წელს დამტკიცდა ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 2015-2025.“ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სავარაუდო ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს  500 მლნ. აშშ დოლარს, რომელთა შორის 200 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა. განვითარება შეეხო ქვეყნის შიდა და ასევე დამაკავშირებელ გადამცემ ხაზებს.
ინტენსიურად მიმდინარეობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისება, ამის მაგალითია „შაჰ დენიზი“ (ჯამში დაგეგმილია 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება) და სხვა სტრატეგიული პროექტები, რომლებიც აკავშირებს აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის შიდა ქსელის განვითარება. ჯამში აშენდა 230-მდე კმ სიგრძის გაზსადენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ჯამურმა ინვესტიციამ შეადგინა 116 მლნ. აშშ დოლარი. მომზადებულია ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების 10 წლიანი გეგმა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ენერგორესურსებზე ქვეყნის მზარდ მოთხოვნასთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა დაახლოებით 250 მილიონი კუბური მეტრი სასარგებლო მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე. პროექტის დასრულება 2020 წლისათვის არის დაგეგმილი.
2016 წლის 14 ოქტომბერს ხელი მოეწერა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს, რაც გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. ენერგეტიკის სამინისტრომ ამ მიზნის მისაღწევად განახორციელა არაერთი რეფორმა და სამომავლოდაც გეგმავს ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობის გაგრძელებას.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი პირველი  საინვესტიციო მოცულობის მიხედვით. ბოლო 5 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორის მიერ მოზიდულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა  947,1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.


დღის პოპულარული სიახლეები

„დარიალიჰესის“ მშენებლობა დასრულდა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (JICA) საგრანტო პროექტის ფარგლებში ორი საჯარო სკოლა ენერგოეფექტური LED ნათურებით აღიჭურვება
საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემა ამოქმედდა
„აბული ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო