maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
განცხადებები
ოთხშაბათი, 12 ივლისი, 2017 | 11:00

ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

568
ნახვა
2017 წლის 9 იანვარს, სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა  და სს ნავთობისა და გაზის კორპორაციას  შორის გაფორმდა სამგორი სამხრეთი თაღის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ორი შემფასებელი ჭაბურღილის გაბურღვას. მათი გამოყენება შესაძლებელია მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისათვის.

27 თებერვალს სააგენტომ გასცა გადამუშავების (კომპაუნდირება) საქმიანობის ლიცენზია შპს „ზდ ნავთობის კომპანიაზე“, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ნავთობის გადამუშავების ზრდას.

3 აპრილს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად (2017 წლის 8 მაისის პრესრელიზი). ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ წარმოადგინა განაცხადი, რაც ხაზს უსვამს საქართველოს აღიარებას ბიზნესის ხელშემწყობ ქვეყნად. ბიზნესის წარმოების მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს, რითაც ჩამორჩება ავსტრალიას, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყანას და უსწრებს გერმანიას (მე-17 ადგილი), ევროპის ეკონომიკის ცენტრს და კანადას (22-ე ადგილი), რომელიც ასევე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით.

22 მაისს სააგენტოში საჯაროდ გაიხსნა სალიცენზიო ბლოკებზე შემოტანილი განაცხადები.    სატენდერო კომისიის რეკომენდაციისა და სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების  საფუძველზე საუკეთესო განაცხადად მიჩნეულ იქნა:

V სალიცენზიო ბლოკი - კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);
VIA სალიცენზიო ბლოკი -კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);
VIB სალიცენზიო ბლოკი - კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);
VIC სალიცენზიო ბლოკი - შპს "სი-ბი-ემ ჯორჯია";
XIF სალიცენზიო ბლოკი - Georgia Oil and Gas Ltd; Georgia New Ventures Inc.

აღნიშნული კომპანიები 55 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ საქართველოს ენერგოსექტორში. მას შემდეგ, რაც ეს კომპანიები წარმოადგენენ მოთხოვნილ დოკუმენტაციას, ხელმოწერის ბონუსის გადახდის უზრუნველსაყოფად მოთხოვნილი საბანკო გარანტიის ჩათვლით, დაიწყება მოლაპარაკებები პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების გასაფორმებლად. შედეგად, ყველა კომპანია ვალდებული იქნება განახორციელოს სამუშაოები შესაბამისი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური სამუშაო პროგრამების შესაბამისად.  

20 მარტს Vectra Petroleum Limited-მა და სააგენტომ მოაწერეს ხელი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატებას, რომლითაც VIIB სალიცენზიო ბლოკზე გაცემულ ლიცენზიაში ვექტრას წილის 50% გადაეცა NauticAWT Pte Limited-ს, რომელიც დამატებით ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მოზიდვას განაპირობებს ზემოთ აღნიშულ ბლოკზე ძებნა-ძიების საქმიანობაში.

8 მაისს სააგენტომ და Jindal Petroleum Georgia Limited-მა IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების დამატებებს მოაწერეს ხელი, რომლებითაც Jindal Petroleum Georgia Limited-მა წილები გადასცა Schlumberger Rustaveli Company Limited-ს (შლუმბერჟე). შლუმბერჟემ იკისრა ვალდებულება იმოქმედოს დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების გრაფიკის შესაბამისად.

XIA სალიცენზიო ბლოკზე Georgia Oil and Gas Limited-მა და Trialeti Petroleum Limited-მა გამოიყენეს მათი უფლება 2011 წლის 25 ნოემბრის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით და შესაბამისი შეტყობინება გაუგზავნეს  სააგენტოს.

26 ივნისს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, სს ნავთობისა და გაზის კორპორაცის წარმომადგენლებსა და   Frontera Resources-ის (ფრონტერა) ხელმძღვანელებს შორის შედგა შეხვედრა, რომელზედაც განიხილეს  XII სალიცენზიო ბლოკზე დაგეგმილი სამუშაოები და ფრონტერას მიერ აშშ-ს  ხელისუფლების წარმომადგენლებთან  გაკეთებული უსაფუძვლო და უარყოფითი განცხადებები საქართველოში  საინვესტიციო კლიმატის შესახებ. შეხვედრა დაიგეგმა ფრონტერას  2017 წლის 11 აპრილის  განცხადების საფუძველზე,    XII სალიცენზიო ბლოკზე  ნავთობის  კომერციული მოპოვების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ.  ფრონტერას 2016 წლის წლიური ფინანსური ანგარიშის თანახმად, ფრონტერას მიერ ნედლი ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებულმა მთლიანმა მოგებამ 2016 წელს 3.1 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო წმინდა დანაკარგებმა 23.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.  ფრონტერამ მაისში განაცხადა, რომ მისი სამუშაო პროგრამის მხარდაჭერისა და მოგების მიზნებისათვის მას სტრატეგიული სამრეწველო პარტნიორი ესაჭიროება. ნებისმიერმა გადაცემამ კი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

    


მსგავსი სიახლეები

ენერგეტიკული კომპანიები ხანძრის კერების ლიკვიდაციაში აქტიურად მონაწილეობენ
კახა კალაძემ საზოგადოებას 5 წლიანი მოღვაწეობის ანგარიში წარუდგინა ენერგეტიკული (რ)ევოლუცია
სალიცენზიო ბლოკებზე გამოცხადებულ ტენდერში საუკეთესო განაცხადებები გამოვლინდა
’’ASTANA EXPO-2017”
ენერგეტიკის სამინისტროს განცხადება

დღის პოპულარული სიახლეები

„დარიალიჰესის“ მშენებლობა დასრულდა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (JICA) საგრანტო პროექტის ფარგლებში ორი საჯარო სკოლა ენერგოეფექტური LED ნათურებით აღიჭურვება
საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემა ამოქმედდა
„აბული ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო