maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
გაზი
პარასკევი, 14 ივლისი, 2017 | 13:10

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

376
ნახვა

სსსაქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის მიზნით „პროექტირების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების“ (EPIC) მომსახურების შესყიდვისთვის ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების და საქონლის შესყიდვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების წესების შესაბამისად  განხორციელდება, რომლებიც ნაწილობრივ აფინანსებენ გაზსაცავის პროექტს. საერთაშორისო ტენდერის პირველი ეტაპი მოიცავს პრეკვალიფიკაციის პროცესს, რომლის ფარგლებში კორპორაცია შეარჩევს შესაბამისი გამოცდილებისა და ფინანსური შესაძლებლობების მქონე კონტრაქტორების ჯგუფს. საპრეკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://www.gtai.de/GTAI/Navigation/EN/Trade/search-kfw-tenders,t=gas-storage-facilities,did=1746846.html ან ელ. ფოსტაზე To: procurement@gogc.ge; СС: i.kakhiani@gogc.ge

შეფასების  შედეგების მიხედვით გამოვლენილი კვალიფიცირებული  კომპანიები გადავლენ შემდეგ ეტაპზე და ტექნიკური დავალების შესაბამისად, კომერციულ წინადადებებს წარმოადგენენ.
გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში. მშენებლობის პირველ ეტაპზე გაბურღული იქნება ორი შემფასებელი ჭაბუღილი.  ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება საცავის ტექნიკური პარამეტრები. სამგორის გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება. ამ დროისთვის შაჰ-დენიზის გაზსადენიდან საქართველოსთვის მოსაწოდებელი გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.
გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე.
გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული  უსაფრთხოება.  პროექტი უზრუნველყოფს გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და  ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას და გარდა ამისა, მომწოდებელი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ქვეყნის მომხმარებლების საცავიდან გაზით შეუფერხებლად მომარაგება.

 

0
სატენდერო წინადადება

ჩამოტვირთვა

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
პანკისის ხეობაში 18 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა საზანო გაზიფიცირდა
ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის განხილვა გრძელდება
ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების გაზიფიცირება დასრულდა

დღის პოპულარული სიახლეები

სალიცენზიო ბლოკებზე გამოცხადებულ ტენდერში საუკეთესო განაცხადებები გამოვლინდა
შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა
საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემა ამოქმედდა
VIIB სალიცენზიო ბლოკზე ახალი საინვესტიციო პროგრამა იწყება
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ზონა მოეწყობა

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო