maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
გაზი
სამშაბათი, 01 აგვისტო, 2017 | 13:00

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზსაცავის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

237
ნახვა

 

პროექტირების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების (EPIC) მომსახურება მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის

ბოლო ვადა: 2017 წლის 14 სექტემბერი,       17.00 სთ  საქართველოს დროით

ქვეყანა: საქართველო

Ref.-N°: BMZ # 209918129

 

პრეკვალიფიკაცია

Ref.: საერთაშორისო, ღია ტენდერი სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე

ტენდერის გამომცხადებელი: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ)

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები: საქართველოში გაზის მარაგების შესანახი სივრცის საჭიროების გამო, სნგკ-მ გადაწყვიტა შენახვის, ჩაჭირხვნისა და ამოღების საშუალებების უზრუნველყოფა (სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი) შემდეგი ქმედებების განხორციელებით:

-     2 საძიებო ჭაბურღილის ბურღვა, რომელიც მიზნად ისახავს ობიექტების საოპერაციო პარამეტრების გამყარებას

-     ცენტრალური გაზის დამუშავების სადგურის მონტაჟი (გაზის პირველადი მომზადებისა და კომპრესიის ჩათვლით)

-     ცალკე გაზის გამზომი სადგურის მონტაჟი

-     ელ. კვების წყაროს მონტაჟი (გამზომი შენობისა და ელ-შენობის ჩათვლით) ცენტრალური გაზის დამუშავების სადგურისა და გაზის გამზომი სადგურისთვის საჭირო ენერგიის მისაწოდებლად

-     ორი ახალი 20” მილსადენის მონტაჟი, თითოეული დაახლოებით 4 კმ, ცენტრალური გაზის დამუშავების სადგურსა და მაგისტრალურ მილსადენს შორის (რომელიც ორი  28”/40” სატრანსპორტო მილსადენისგან შედგება) გაზის გამზომი სადგურის გავლით.

-     ორი ჭაბურღილის საბურღი მოედნის (თითოეული მოიცავს ელ-შენობას) და მათთან დაკავშირებული გაზის პირველადი დამუშავების ობიექტების მონტაჟი და 6 ახალი საჭირხნი/ამომღები ჭაბურღილის ბურღვა და დასრულება 2 საბურღი მოედნიდან

-     2 საბურღი მოედნის მიერთება ცენტრალურ გაზის დამუშავების სადგურთან ერთი ახალი 8” მილსადენისა და ერთი ახალი 10” მილსადენის მონტაჟით

-     საბურღი მოედნის მონტაჟი ერთი წყლის საჭირხნი ჭაბურღილისთვის და ერთი წყლის საჭირხნი ჭაბურღილის ბურღვა და დასრულება

-     3” და 4” თხევადი სატრანსპორტო მილსადენების მონტაჟი, თითოეული დაახლოებით 3 კმ სიგრძის, ერთი - რკინიგზის სადგურამდე ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, მეორე კი საჭირხნ ჭაბურღილამდე წყლის ტრანსპორტირებისთვის

-     4 სადამკვირვებლო ჭაბურღილის ბურღვა

-     2 საძიებო ჭაბურღილისა და სადამკვირვებლო ჭაბურღილების დამუშავება და დასრულება

-     15 არსებული ჭაბურღილის ლიკვიდაცია

მოთხოვნილი მომსახურება: სნგკ გეგმავს გამოცდილი და ფინანსურად მდგრადი კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევას პროექტირების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების (EPIC) ერთი კონტრაქტისთვის სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განსახორციელებლად.

წინასაკვალიფიკაციო შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნას შემდეგი კრიტერიუმები:

ა) მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) გასულ პერიოდში კონტრაქტის შეუსრულებლობა;

გ) ფინანსური მდგომარეობა და მაჩვენებლები;

დ) გამოცდილება

 

გამოცდილი კონტრაქტორების პრეკვალიფიკაციაზე ვრცელდება „პარტნიორ ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობისას საქონლის, სამუშაოებისა და დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის გაიდლაინებით“ (იხ.www.kfw-entwicklungsbank.de) გათვალისწინებული რეგულაციები. კონტრაქტი გაფორმებულ იქნება დამოუკიდებელ კონტრაქტორ ფირმასთან/ერთობლივ საწარმოსთან, რომელსაც გააჩნია დადასტურებული გამოცდილება ბუნებრივი გაზის ობიექტების სექტორში და მინიმალური საშუალო წლიური ბრუნვა 200 000 000 ევრო. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ბატონ ვახტანგ ხელაძეს - procurement@gogc.ge, СС: ბატონ იმედა კახიანს - i.kakhiani@gogc.ge

 

 

მსგავსი სიახლეები

17 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17,833 ოჯახის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება
კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
პანკისის ხეობაში 18 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა საზანო გაზიფიცირდა
ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის განხილვა გრძელდება

დღის პოპულარული სიახლეები

სამუშაო შეხვედრა-,,ბიომასის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“
შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის ელჩთან
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ.
ქ. თბილისის მერიაში მდგრადი ენერგეტიკის განვითარების საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება
თურქულ Anadulo Group-თან ახალი სიმძლავრეების მშენებლობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო