maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
ხუთშაბათი, 17 აგვისტო, 2017 | 07:20

სამუშაო შეხვედრა-,,ბიომასის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“

405
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა სამუშაო შეხვედრა-,,ბიომასის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“ გახსნა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ლიტვის ბიომასის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტი ვირგინიუს რამანაუსკასი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების   წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.

საქართველოში არსებობს მყარი ნარჩენი ბიომასის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თანამედროვე მყარი ბიოსაწვავის წარმოებისთვის (პელეტი, ბრიკეტი, ჩიპსი/ნაფოტი) და ამით მნიშვნელოვანწილად დაიფაროს რეგიონებში სათბობზე მოთხოვნილება. ეს ბიომასა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს (თეორიული პოტენციალი წელიწადში 5-7 მლრდ.კვტ.სთ), სატყეო და მერქნის დამუშავების ნარჩენებს, ასევე ხეების გადაბელვის და სხვა ნარჩენებს (ჯამში თეორიული პოტენციალი დაახლოებით 1 მილიონი მ3 სათბობი მასალა). იმისათვის, რომ ეს ნარჩენები ჩაერთოს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ბრუნვაში, საჭიროა გატარდეს სახელმწიფო ღონისძიებათა კომპლექსი, რისთვისაც უნდა შემუშავდეს მყარი ბიოსაწვავის წარმოებისა და მოხმარების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და გავრცელების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 

განახლებადი ენერგიის ათვისება-გაზრდის ქვეყნისა და ენერგომომხმარებლების ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას; ქვეყანას დაეხმარება დააკმაყოფილოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების, კერძოდ კი ევროკავშირის განახლებადი ენერგიის დირექტივის განხორციელების მოთხოვნების შესრულებაში,  შეშის ჩამნაცვლებელი საწვავის შეთავაზებით ხელს შეუწყობს არალეგალურ ჭრების აღმოფხვრას და ეკოლოგიური კრიზისის შემცირებას; ხელს შეუწყობს ამჟამად გამოუყენებელი რესურსების ათვისებას და მის ჩართვას მწვანე ეკონომიკის განვითარებაში; გააუმჯობესებს სოფლად დასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს, ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას და რეგიონულ განვითარებას;  შეამცირებს შეშის არამდგრად გამოყენებასთან დაკავშირებულ გაფრქვევებს და დაეხმარება ქვეყანას კლიმატის ცვლილების კონვენციის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში.  


მსგავსი სიახლეები

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან
შეხვედრა კომპანია „EDF Group“-ის წარმომადგენელთან
საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან

დღის პოპულარული სიახლეები

სოფელი იმერხევის ელექტრიფიკაცია დასრულდა
„დვირი ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
„ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
შეხვედრა „Tata Sons Limited”-თან
„ხანი ჰესი 7“-ის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო