maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ვიზიტი
ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2017 | 07:20

„საუკუნის კონტრაქტის“ ხელშეკრულების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია

99
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ,,აზერბაიჯანის კასპიის სექტორში არსებული ”აზერის”, ”ჩირაგის”, ”გიუნეშლის” ღრმაწყლიანი საბადოების დამუშავების თაობაზე პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ” (Azeri-Chirag-Deepwater Gunashli Production Sharing Agreement) შეთანხმების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. ილია ელოშვილმა ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური მისალოცი მიმართვა გადასცა.

 „პირველ რიგში, აზერბაიჯანთან, როგორც ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში, მე ხაზს გავუსვამდი განხორციელებულ წარმატებულ სატრანზიტო პროექტებს - „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „სამხრეთ კავკასიური მილსადენი“ და „ბაქო-თბილისი სუფსის“ მილსადენები, რომლებიც ემსახურებიან კასპიის რეგიონის ნახშირწყალბადი რესურსების დასავლეთით ტრანსპორტირებას. აღნიშნული პროექტების  ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის, ნდობისა და პარტნიორობის შედეგია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება „აზერის“, „ჩირაღისა“ და „გუნეშლის“ საბადოებიდან „ხმელთაშუა ზღვისკენ“ „ბაქო-თბილისი -ჯეიჰანისა“ და საქართველოში სუფსამდე „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ამ საბადოებთან დაკავშირებული ნებისმიერი  პროგრესი პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე„ - განაცხადა ღონისძიებაზე ილია ელოშვილმა.

შეთანხმება აზერბაიჯანში 1994 წლის 20 სექტემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენელ 11 მსხვილ ნავთობკომპანიას შორის გაფორმდა და "საუკუნის კონტრაქტის“ სახელი ეწოდა. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნავთობის ახალი სტრატეგიისა და დოქტრინის დასაწყისს.

პროექტის მონაწილეები არიან ბრიტანული კომპანია BP, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR, ამერიკული კომპანია Chevron, ExxonMobil, Devon Energy და Amerada Hess, იაპონური Inрex Corр  და ITOCHU Oil, ნორვეგიული Statoil და  თურქული TPAO.

სწორედ აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ორი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტი - ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი.

ბაქო-სუფსას დერეფნის მშენებლობის  შეთანხმებას ხელი მოეწერა 1996 წელს და  იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნების მეტად ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის საფუძვლის შესაქმნელად. შეთანხმება დაეხმარა საქართველოს დაბრუნებულიყო მსოფლიო რუკაზე, როგორც ისტორიულად სატრანზიტო როლის მქონე ქვეყანა, რამაც გზა გაუხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ენერგო დერეფანს და ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას.

რაც შეეხება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  მილსადენს, ის  ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია. საქართველოში მილსადენის მშენებლობა 2005 წელს დასრულდა და დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა.  მილსადენი "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებას ახდენს.

დღის პოპულარული სიახლეები

„დარიალიჰესის“ მშენებლობა დასრულდა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (JICA) საგრანტო პროექტის ფარგლებში ორი საჯარო სკოლა ენერგოეფექტური LED ნათურებით აღიჭურვება
შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო