maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
შეხვედრა
ხუთშაბათი, 09 ნოემბერი, 2017 | 08:10

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა

195
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ  გიორგი ჩიქოვანმა, ენერგეტიკული  გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეშ კოპაჩმა და ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში იანოშ ჰერმანმა  საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით გამართულ პოლიტიკურ დისკუსიაში  მიიღეს მონაწილეობა.

 

EU4Energy Governance Project  (ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა)-ის ფარგლებში ორგანიზებული ორდღიანი ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ენერგოსექტორში სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობას.

 

განხილული იქნება საქართველოს ენერგოსექტორში ახალი ენერგეტიკული კანონმდებლობის  საკვანძო თემები. მათ შორის, ასოცირებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები.

 

ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტები გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს ენერგოსექტორის სტრუქტურის წარმომადგენლებს და  დაეხმარებიან ელექტროენერგეტიკული სამართლებრივი გარემოს ნაწილში მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.


საქართველოში ეფექტიანი და ლიბერალიზებული ბაზრის ჩამოყალიბებამდე გარდამავალი ეტაპის შეუფერხებლად გასავლელად აუცილებელია არსებული მდგომარეობის, ბაზრის მოთამაშეების ურთიერთობებისა და რეფორმების გატარების გზების ზედმიწევნით შეფასება. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები არ არიან ამ ვალდებულებების სივრცის ნაწილი და ერთიანი რეგიონული ბაზრის ჩამოყალიბება  რთულია. აქედან გამომდინარე,  ვფიქრობ, რომ „EU4Energy Governance“ პროექტის ფარგლებშიენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსექსპერტების მიერ  შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება გააძლიერებს ენერგეტიკული სექტორის რეფორმირებისათვის ჩვენს შესაძლებლობებს.“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა

 

დისკუსიაში ასევე, მონაწილეობენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ექსპერტები. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

შეხვედრა რუმინეთის ელჩთან
შეხვედრა კომპანია „EDF Group“-ის წარმომადგენელთან
საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან
ლენტეხის და ცაგერის სკოლის მოსწავლეებმა ენერგეტიკის შესახებ შემეცნებით ტურში მიიღეს მონაწილეობა

დღის პოპულარული სიახლეები

სოფელი იმერხევის ელექტრიფიკაცია დასრულდა
„დვირი ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
„ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
შეხვედრა „Tata Sons Limited”-თან
„ხანი ჰესი 7“-ის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო