maps maps
maps maps
homeministry of energy legislation investor page energy media center public information links
ვიზიტი
პარასკევი, 17 ნოემბერი, 2017 | 22:30

ნორვეგიის სამეფომ ენერგეტიკის დარგში 4 მლნ დოლარის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა

189
ნახვა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძე ნორვეგიის მთავრობის საგრანტო პროგრამის  „Institutional Cooperation Between Ministry of Energy of Georgia and  Norwegian Water Resources and Energy Directorate” ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძე ნორვეგიის სამეფოს ენერგეტიკისა და ნავთობის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებსა და  ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე განიხილეს 4 წლიანი საგრანტო პროგრამის  „Institutional Cooperation Between Ministry of Energy of Georgia and  Norwegian Water Resources and Energy Directorate“ ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, მათ შორის: განახალებადი ენერგიების შესახებ კანონის შემუშავება ევროკავშირის 2009/28/EC დირექტივის მიხედვით და  ელექტრო ენერგეტიკის ბაზრის განვითარების გზამკვვლევის მომზადება.

 ამას გარდა, აღნიშნული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის, ნორვეგიაში დაინერგება სამაგისტრო პროგრამა ჰიდრო ინჟინერიის მიმართულებით. ჰიდრო საინჟინრო სამაგისტრო პროგრამაში ქართველი სტუნდების ჩართულობის შესახებ შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის, ტრონდჰეიმის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან.

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 4 მლნ აშშ დოლარს.

ამასთან, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჰიდრო ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიზნით, ნორვეგიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე, დარგში საგადასახადო სისტემების ახალი მიმართულებების დანერგვას.

ამავე  ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე რიჟვაძემ ნორვეგიის ენერგეტიკის სექტორის წამყვანი კომპანიების „Paretos Securities  AS“  და „Statkraft“-ის ხელმძღვანელებს შეხვდა და  საქართველოს ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო კლიმატი და შესაძლებლობები გააცნო. ნორვეგიის სამეფოს კერძო სექტორის   წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორით და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

მსგავსი სიახლეები

ილია ელოშვილი კონფერენციაში ,,Oil & Gas Turkmenistan 2017”-ში მონაწილეობს
„ასპენის ენერგეტიკული სამიტი“
„საუკუნის კონტრაქტის“ ხელშეკრულების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია
ევრაზიული ფორუმი „ყაზენერჯი-2017“ „მომავლის ენერგიის შექმნა“
4წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

დღის პოპულარული სიახლეები

ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანია “Skynest Hydro AS”-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
იტალიურმა კომპანიამ „სტუდიო პეტრანჯელი“ „ნამახვანჰესების“ კასკადის პროექტის შესწავლა დაასრულა
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა
„ჯონოული 1“ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ,,ლუხუნიჰესი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვა (აუქციონი) ცხადდება

სიახლის გამოწერა

სამინისტრო

კანონმდებლობა

ინვესტორი გვერდი

ენერგეტიკა

მედია ცენტრი

საჯარო ინფორმაცია

სტრუქტურა
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
მინისტრის მრჩევლები
სსიპ
პოლიტიკა და სტრატეგია
ვაკანსია
ელექტროენერგია
ნავთობი / გაზი
ლიცენზიები / ნებართვები
სხვა
ინტერესთა გამოხატვა
მიმოხილვა
პოტენციალი
პერსპექტიული პროექტები
პოტენციური ჰესები რუკა და ფასების სახელმძღვანელო
მემორანდუმები
ელექტროენერგია
ნავთობი
გაზი
ახალი ამბები
პუბლიკაციები
პრეზენტაციები
ბიბლიოთეკა
დოკუმენტები
ტენდერები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საკადრო უზრუნველყოფა
სახელმწიფო შესყიდვები
სამართლობრივი აქტები
ბიუჯეტი
სტატისტიკა
სხვა
© 2013 ყველა უფლება დაცულია - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო